ქართული ოცნების შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელსაც მმართველი პარტია საიდუმლოდ ტოვებს.
მონაცემები პირველმა რადიომ გაავრცელა.
კვლევა ქართული ოცნების დაკვეთით ჩატარდა. მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი.
შედეგები ასე გადანაწილდა:
ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე - 25.8 %;
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე - 15%;
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი - 12.8 %;
ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი - 4.4 %;
შენების მოძრაობა - დავით უსუფაშვილი - 2.1%;
შიდა გამოკითხვაში მონაწილეთა 33% პროცენტი კი საკუთარ არჩევანზე არ საუბრობს.