03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
14 ოქტომბერს ქალაქ მცხეთაში ავტომანქანით მოძრაობა იკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის ცნობით, 14 ოქტომბერს მცხეთაში ავტომანქანებით გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცახდებაშია ნათქვამი „შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, დილის 07:00 საათიდან მცხეთის მიმართულებით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-19 კმ. ჩაიკეტება“.

დღესასწაულზე ქალაქ მცხეთაში წასვლის მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება. ავტობუსები მცხეთის მიმართულებით დიდუბის ავტოსადგურიდან იმოძრავებენ. 14 ოქტომბერს ქალაქ მცხეთაში სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

დღის ამბები