ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წინააღმდეგ სარჩელის საქალაქო სასამართლოში შეიტანს გეგმავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, მათ უარი ეთქვათ გაცნობოდნენ ტელევიზიის ტექნიკური გადაიარაღების გეგმას. ამისთვის კი საზოგადოებრივი მაუწყებელი მრავალმილიონიანი სესხის აღებას აპირებს, რასაც სამეურვეო საბჭომაც დაუჭირა მხარი. საიას შეფასებით ეს ინფორმაცია საჯაროა.
„ვითხოვდით იმ დოკუმენტებს, რასაც აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ეს არის გენ დირექტორის მოხსენებით ბარათი ,სადაც დეტალურად არის გაწერილი, რაში იქნება დახარჯული აღნიშნული თანხა და როგორ მოხდება ამ თანხის დაფარვა. ინფორმაცია არის საჯარო და ვფიქრობთ, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა მოეწოდებინა და სწორედ ამიტომ მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს“-ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მარიამ გოგესაშვილი.