03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
მერიაში მეტრომშენის თანამშრომლებთან შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

მერიაში მეტრომშენის თანამშრომლებთან შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მეტრომშენის თანამშრომლებმა აღნიშნეს, მათ მერის მოადგილის ალუდა გოგლიჩიძისგან მიიღეს პირობა, რომ მათ პრობლემას კონკრეტულად ხუთშაბათს ან პარასკევს განიხილავენ. მერიისგან პასუხს ელიან სოციალურად დაუცველებიც, რომლებიც სადავო კორპუსში 11 წელია ცხოვრობენ.

დაპირისპირებული მხარეები დღეს დილიდან აქციას მართავდნენ მერიასთან. მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ორივე მხარის წარმომადგენლებს შეხვდა და პრობლემას გაეცნო.

ორივე მხარე სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დოკუმენტებს იშველიებს. ჯერ უცნობია, როგორ გადაწყვეტს მერია საკითხს – დატოვებს ბინების გარეშე მეტრომშენის თანამშრომლებს, თუ 108 ოჯახს, რომლებიც იქ 11 წელია ცხოვრობენ, ქუჩაში გაყრის.

დღის ამბები