17 ნოემბერი 2024,   12:16
ვრცლად
შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტს სამეურვეო საბჭოს გაწვევას სთხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები და პროფკავშირები დახმარებას არასმთავრობო სექტორს სთხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს გაიმართება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები უფლებების დაცვის თხოვნით, პროფკავშირები პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერსაც მიმართავენ.

პარალელურად მაუწყებლის ბორდის წევრები შეიკრიბებიან და მენეჯემენტის მისამართით ერთობლივ განცხადებას მოამზადებენ.

„გაერთიანებული შეხვედრა გვექნება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. გვინდა მივმართოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ მინისტრს და რაც მთავარია პარლამენტს მოვთხოვოთ სამეურვეო საბჭოს გაწვევა“-ამბობს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი თვლის, რომ მაუწყებლის მენეჯმენტმა ყველა თანამშრომელთან მიმართებაში სწორად და კანონიერად იმოქმედა.

დღის ამბები