ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
აქცია-პერფორმანსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან გაიმართება, სადაც სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვენ. 10 სექტემბერს კი სტუდენტები მასშტაბური აქციის გამართვას პარლამენტის წინ გეგმავენ.
„ჩვენ გვინდა ისევ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. ვაანონსებთ მასშტაბურ აქციას საქართველოს პარლამენტთან 10-ში საღამოს 6 საათზე“-ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ გეგენავა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან გაიმართება, სადაც სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღება ერთი წლით ეზღუდება. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და ასაჩივრებს.