თბილისში, გლდანის მე-5 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 2 ოთახი.
როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.