17 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
"ვერ ვხედავ ძალოვან სისტემაში გულწრფელი მცდელობას შეცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა"- "გირჩი" და "თეთრი ხმაური" ახალი რეგულაციების შემოღებას აპროტესტებს 

მარიხუანას მოხმარების შესახებ ახალი რეგულაციების შემოღებას "გირჩი" და მოძრაობა "თეთრი ხმაური" აპროტესტებენ.

პოლიტიკურ გაერთიანებაში ამბობენ, რომ კანონპროექტში, რომელიც შსს-მ მოამზადა, ბევრი სადაო მუხლი და პოპულისტური განცხადებაა.

"თეთრი ხმაურის" წევრები, ისევ ნარკოპოლიტიკის სრულყოფილ რეფორმას მოითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება არ აქვს.  

„ამ კონკრეტულ ინიციატივაში მაგალითად მოვკარით ყური ესეთ დეტალს, რომ შესაძლოა არასრულწლოვანებში გავრცელება ან მათი დაყოლიება ნარკოტიკების მოხმარებაზე კიდევ უფრო გამკაცრდეს სასჯელი ამ ქმედებისათვის. როდესაც ეს ქმედება არის დღეს უმკაცრესად დასჯადი, 10 წლამდე ციხით ისჯება და მე არ ვიცი რაში შეიძლება დასჭირდეს ან სად იყო ამაზე მსჯელობა, რომ უფრო მეტი სასჯელია საჭირო და  რამე შედეგს მოგვიტანს თუ არა ეს. აი მაგალითად არის საუბარი, რომ სისხლის სამართლებრივად დასაჯონ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ადამიანი, რომელიც  ავტომობილს მართავს იმიტომ რომ შესაძლოა საზოგადოებრივ საფრთხეს ქმნიდეს. მე ვერ ვხვდები მაშინ ალკოჰოლს რა უნდა ვუყოთ იმიტომ, რომ  ეს კითხვები არის ის, რომელიც რეალურად გაჩნდება,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრმა დავით სუბელიანმა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც გახარია მივიდა აქციაზე და ტყუილი ბოდიში მოიხადა სინამდვილეში ეს უწყება ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრე არ არის.

”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის”  პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შსს-ს მიერ წარდგენილ კანონპროექტში არის სტანდარტული რეგულაციები და ისინი გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, რომლებიც დაადგენენ მარიხუანის რეგულირების გზას.

„ეს ეხება ასაკობრივ ცენზს  ანუ ახალგაზრდებისთვის და მოზარდებისთვის რომ არ იყოს ხელმისაწვდომი ასეთი ტიპის რეგულაციებია. ეხება  მარკირებას, რომ ეს შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო და მსგავსი  რაღაცეები. ახალი არაფერი არ თქმულა. როგორც ჩანს იღებენ, რომელიღაც ქვეყნის პრაქტიკას, რომელის გადმოღებაც უნდათ ამ ქვეყანაში. კონკრეტულად მარიხუანასთან მიმართებაში. მე ვერ ვხედავ რაიმე ნიშნებს, რომ ძალოვანი სისტემის შიგნით გულწრფელი მცდელობა იყოს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს,“-განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

დღის ამბები