03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
გატაცებაში ეჭვმიტანილების საქმეზე დღეს სასამართლო იმსჯელებს

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაზე ეჭვმიტანილებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მათთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავს.

გვიან ღამით გოთუას ქუჩაზე მდებარე ბინაში, საიდანაც ახალგაზრდა გაიტაცეს, ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. გიორხელიძეების ბინაში ამ დროისთვის მისი ნათესავი რჩება, რომელიც ადასტურებს, რომ გატაცება სწორედ ამ ბინიდან მოხდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

გიორხელიძის მეზობლები წყალტუბოში აცხადებენ, რომ ის თბილისში სასწავლებლად იყო წასული. თუმცა მათ გატაცების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტზე 4 იდააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ შორის არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა (კუდ-ის) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილი თანამშრომლები.

19 წლის გიორხელიძე 10 ოქტომბერს ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. შს სამინისტროს ცნობით, გამტაცებლები გიორხელიძის ოჯახს გამოსასყიდად 300 ათას დოლარს სთხოვდნენ. გამოძების ინფორმაციით, ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა სახლში მოტყუებით შეაღწიეს და იოსებ გიორხელიძე მუქარით გამოიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები