ფოლკლორული ფესტივალი “ფუძეობა 2018” ამჯერად სტეფანწმინდაში გაიმართა. Check in Georgia-ს ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიება სახალხო დღესასწაულ - ყაზბეგობას დაემთხვა. ფესტივალის ფარგლებში სამეწარმეო ბაზრობა და ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. დღის ბოლოს კი ფესტივალი მუსიკალური პროგრამითა და ნიაზ დიასამიძის კონცერტით დასრულდა.