დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებას ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილის ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდა და პარტიამ მისი იმედი გაამართლა.
საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ის გაამართლებს მმართველი გუნდის თანადგომას და იმედს არ გაუცრუებს.
„გამართლდა მოლოდინი, ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს, ასევე ვარ მადლიერი ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მგონი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, დადებითი ცხადია, ჩემთვის. მმართველი პარტიისთვისაც, მე მგონი, რომ ეს არის სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება და მე მგონი, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება და უკვე ამ დღიდან ველოდები გამარჯვებას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა ‘“ქართულმა ოცნებამ" დღეს ოფიციალურად გამოუცხადა. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა.