03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
სვეტიცხოვლობის სამზადისი მცხეთაში

დღეს, 14 ოქტომბერს ქალაქ მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულისთვის აქტიური სამზადისი დილიდან დაიწყო. სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში საღვთო მსახურებას აღავლენს.

დღის განმავლობაში მცხეთის ქუჩებში დაგეგმილია სახალხო სეირნობა. აქ უკვე გამოფენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ხელნაკეთი ნივთები. გაიმართება საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.

დღესვე მცხეთაში ლაზური სახლი გაიხსნება. დღესასწაულის გამო დღეს მცხეთაში მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. 14 ოქტომბერს ქალაქ მცხეთაში სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

მომლოცველებისთვის თბილისში, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან მცხეთაში ავტობუსები გავა. ავტობუსები მცხეთის მიმართულებით იმოძრავებენ დიდუბის ავტოსადგურიდანაც. 

დღის ამბები