03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
ლოტკინის დასახლების მცხოვრებთა საკითხზე მერია მედიატორის როლს შეასრულებს

კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა ხუთსაათიანი კონსულტაციები დედაქალაქის მერიაში. მერიის წარმომადგენლები, რომელთა შორის ქალაქის მერიც იმყოფებოდა, ჯერ სოციალურად დაუცველებს, შემდეგ კი „მეტრომშენის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ეს ორი მხარე ზღვის უბნის კორპუსებზე დავობს. სოციალურად დაუცველები ამ კორპუსებში 2003 წლიდან ცხოვრობენ. „მეტრომშენის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ეს ბინები მათი საკუთრებაა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „მეტრომშენის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მერის მოადგილისგან პირობა მიიღეს, რომ მათ პრობლემას უახლოეს დღეებში განიხილავენ. თბილისის მერის მოადგილის ალუდა გოგლიჩიძის თქმით, მერია ზღვის უბნის სადავო კორპუსების პრობლემის მოგვარებაში მედიატორის როლს შეასრულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები