სკანდალურ ჩანაწერს, სადაც „ომეგა ჯგუფის“ საქმით უჩა მამაცაშვილის დაინტერესებაზეა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.
„რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებულ ჩანაწერში, სანდო წყაროს მტკიცებით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან.
სატელეფონო საუბარში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს სწორედ მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონ დოლარს ითხოვდა.
საქმეზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მედიათავისუფლებას მმართველი გუნდი საფრთხეს არ შეუქმნის, ხოლო თუ ბიზნეს დავებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს ამაზე პასუხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა გასცენ.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მიუღებელია, როცა ზოგიერთი ბიზნესმენი ცდილობს, საკუთარი ბიზნესი მედიის ფარდას ამოაფაროს.
"სასურველი მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს მედიის თავისუფლება, თუ ვინმეს კითხვები აქვს ჩვენი შესაბამისი ორგანო ჩაერთვება და დაინტერესდება"-ამბობს სესიაშვილი.