„დემოკრატიის მთავარი გამოწვევაა საქართველოში არაფორმალური მმართველობა და იგივე ოლიგარქია,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა რურუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მსოფლიო თავდაყირა“ - მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით დილიდან საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ყველა გავლენიანი დასავლელი ექსპერტი თბილისშია.
ნიკა რურუამ ქვეყანაში არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.
„შეუთავსებელია ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი ოლიგარქიასთან. ეს არის უმთავრესი გამოწვევა, რაც ამ ქვეყანას წინ უდგას,“- განაცხადა ნიკა რურუამ.