17 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
"არ ვაპირებთ გაჩერებას" - ტელეკომპანია "იბერიის" თანამშრომლები დღეს უკვე სახალხო დამცველს ხვდებიან

ტელეკომპანია "იბერიის" თანამშრომლები დღეს უკვე სახალხო დამცველს ხვდებიან. არხის წარმომადგენლები ომბუდსმენს ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. არხის ჟურნალისტები და ხელმძღვანელობა გეგმავენ საქმის კურსში ჩააყენონ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

"ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, შევხვდებით ყველას, ვისაც ხელეწიფება რომ აღმოგვიჩინოს შესაბამისი დახმარება,"-აცხადებს ვახო ხუზმიაშვილი.

დღის ბოლოს ტელეკომპანიის ოფისთან "ომეგა ჯგუფის" თანამშრომლები შეიკრიბნენ და ხელისუფლება მათი უფლებების შელახვის გამო დაგმეს.

"მე ხელისუფლებას ვთხოვ რომ შეგვინარჩუნონ ჩვენის სამუშაო ადგილები,"-აცხაებს "ომეგა ჯგუფის" თანამშრომელი, ლიანა გეგეშიძე.

დღის ამბები