ფოთის თეატრის შენობა საფრთხის შემცველია და საჭიროა მისი სრული რეაბილიტაცია - წერია დასკვნაში, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა.
უკვე 8 თვეა შენობა დაკეტილია და იქ ყველა სახის ღონისძიებები შეჩერებულია. შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ იანვარში მიიღო, მაშინ როცა იქ ჭერის ფრაგმენტი ჩამოინგრა. უცნობია როდის დაიწყება შენობაში აღდგენითი სამუშაოები. ფოთის თეატრი 9 წლის განმავლობაში შენდებოდა და 12 მილიონი დაიხარჯა, თუმცა გახსნიდან მალევე შენობა ავარიული გახდა.
„ამ შენობის შემდგომი ექსპლუატაცია არის საფრთხის შემცველი ამიტომ საჭიროა შენობის სრული რეაბილიტაცია და სამუშაოების დაწყება პროექტის მომზადების შემდეგ" -ამბობსფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია.