17 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ქართველი მეზღვაურები გერმანიასა და ხორვატიაში ლეგალურად დასაქმდებიან - ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს

ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს. კონფერენცია დღეს იხსნება და მას 53 ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოსული დელეგატები, საქართველოს პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

დაგეგმილია რამდენიმე მემურანდუმის გაფორმება - მათ შორის იქნება დოკუმენტი, რომელიც ქართველ მეზღვაურებს ევროპის ცალკეულ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს ანაკლიის პორტის პროექტსაც გააცნობენ.

„რეფორმები მიმდინარეობს და ჩვენ ძალიან კარგი ხელშესახები შედეგები დავდეთ ქართული დროშა აღარ იმყოფება შავ სიაში ჩვენ ვაფორმებთ მემორანდუმს გერმანიასა და ხორვატიასთან რაც ნიშნავს იმას, რომ გერმანული და ხორვატიული ბაზარი იხსნება დასაქმებისათვის“-ამბობს საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.

დღის ამბები