„თბილისობა“ წელს 6-7 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, „თბილისობა 2018“-ის პროგრამა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
თბილისის მთავრობის სხდომაზე ასევე ისაუბრეს იმ კულტურულ ღონისძიებებზე, რომელიც შემოდგომის განმავლობაშია დაგეგმილი.
„თბილისობის თარიღი უკვე ცნობილი არის, ეს არის 6-7 ოქტომბერი. პროგრამა ზუსტდება და მომავალ კვირას ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. დაიწყო თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. თბილისში ჩამოვიდა უკვე ბარიშნიკოვი, რომელიც ძალიან დიდი არტისტი არის და ლეგენდარული პიროვნება არის. იმართება ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც თბილისის ცის ქვეშ შედგება - ეს არის ქეთი მელუას ბენდი და მეორე, ეს არის ლეგენდარული ბრიტანული ბენდი The Tiger Lillies,” - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.