17 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
კახა კალაძის ინიციატივას, რომ მესადგომეების მუშაობა აიკრძალოს თვითდასაქმებული მარეგულირებელები აპროტესტებენ

მესადგომეებს თბილისის ქუჩებში ვეღარ ვიხილავთ. დედაქალაქის მერის განცხადებით, არავის აქვს უფლება თვითნებურად დაისაკუთროს მუნიციპალური პარკირების სივრცე.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერს არ დაუკონკრეტებია, როდიდან ვეღარ ვიხილავთ დედაქალაქის ქუჩებში პარკირების პარტიზან მარეგულირებლებს.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ურჩი მესადგომეების მიმართ, კონკრეტული სანქციები გატარდება. სანქციები შეეხება ყველას, ვინც  საერთო პარკირების ადგილს პირადი გამოყენებისთვის ღობავს.

„ხშირ შემთხვევაში ე.წ. "სტაიანშიკები" პარკირების მიმდებარე ტერიტორიაზე მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი მუნიციპალური საპარკინგე ადგილები, რომელითაც უნდა ისარგებლონ იმ ადამიანებმა, ვინც იხდის პარკირების საფასურს, ამ ადამიანებს მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი ეს ადგილები და იყენებენ სათავისოდ, რაც მიუღებელია“-ამბობს კალაძე.

მან დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე დაუყოვნებლივ იზრუნოს.

დედაქალაქის მერის ინიციატივის შესახებ "რუსთავი 2"-სგან შეიტყვეს მესადგომეებმა. როგორც ისინი აცხადებენ, კახა კალაძის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან ეს უმუშევართა რიცხვს ავტომატურად გაზრდის. 

დღის ამბები