21 დეკემბერი 2024,   22:25
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. პირველი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება.

საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს. 20 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შტატების სახელმწიფო მდივანს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები სენატორებთან. 27 სექტემბერს კი მამუკა ბახტაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალურ დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს.


დღის ამბები