03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
მერიაში ტესტების წინასწარ გავრცელებას უარყოფენ

„თუკი ვინმე ეჭვს გამოთქვამს ატესტაციის გამჭვირვალობაზე, ამით ის ეჭვს შეიტანს გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენტურობაში,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ. მან ამ განცხადებით გუშინ 14 ოქტომბერს "კურიერის" ეთერში გასულ რეპორტაჟს უპასუხა. გაბუნიას თქმით, ტესტების ხელმისაწვდომობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აბსურდია.

ტესტების წინასწარ გავცრცელებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქალაქის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემაც და განაცხადა, რომ საზოგადოების ნდობა იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, არცთუ ისე მაღალია.

ალუდა გოგლიჩიძის თქმით, ტექნიკური საკითხი ჯერ მომზადებული არ არის. მისივე განმარტებით, ატესტაციას თავისი წესი და თანმიმდევრობა აქვს, რომელიც კანონმდებლობით რეგულირდება. ამ ეტაპამდე კი ისინი ჯერ არ მისულან. გოგლიჩიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ ტესტებს მერია არ ამზადებს.

გუშინ "კურიერისთვის" მერიის ყოფილი თანამშრომლებისგან ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტში დასაქმებული ჩინოვნიკების ნაწილისთვის საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონკურსო შეკითხვები მერიის რჩეული თანამშრომლებისთვის წინასწარ არის ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები