05 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
თურქეთში ტყის ხანძარი მძვინვარებს

თურქეთში ტყის ხანძარი მძვინვარებს. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ცეცხლი ქალაქ კუმლუჩას უახლოვდება. 

ხანძარმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქის შემოგარენში 40 ჰექტარი ტყეპარკი გაანადგურა.

ავიაციის დახმარებით მაშველებმა ცეცხლის ევაკუირება შეძლეს, მაგრამ რამდენიმე საათში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ახალი კერები გააჩინა და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სტიქიის ზონაში გაგზავნილია დამატებითი ძალები და დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

ხანძრის გაჩენის მიზეზს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე ვერ ასახელებენ.

დღის ამბები