17 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა - უწყება საგარეო საქმეში არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს. საუბარია უწყების მიერ 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვატო მახარობლიშვილი ფიგურირებს. სწორედ მის ძმას ეკუთვნის კომპანია ვისაც სამინისტროს ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. კომპანია კი თანხის გადარიცხვამდე ერთი დღით ადრე დაფუძნდა. სწორედ ამან გააჩინა ეჭვი შესაძლო კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში მითითებულია ისიც, რომ კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა შპს-სთან, რომელიც იყო ერთი დღის დაფუძნებული კომპანია. ხელშეკრულების მიზანი იყო ლეონიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის პროექტირების სამუშაოები. პროექტი იყო ხარვეზიანი და სრულად მუნიციპალური განვითარების ფონდი ფაქტობრივად ვერ დაეყრდნობოდა აღნიშნულ სამუშაოს და არც სხვა ალტერნატიული პროექტი არ არსებობდა. ეს იყო ერთი საკითხი, ასევე ის საკითხი, რომ კომპანია  იყო დაფუძნებული ერთი დღით ადრე  ხელშეკრულების გაფორმებამდე. სწორედ ეს საკითხები იყო  რაც ჩანდა ზედაპირზე მნიშვნელოვანი, რაც აჩენდა გარკვეულ რისკებს და საჭიროებდა შესაბამის დამატებით მოკვლევას და სწორედ ამის გამო  იქნა გადაგზავნილი,“-განაცხადა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში ჯანელიძის მინისტრობის დროინდელი სხვა დარღვევებიც მოხვდა.

დასკვნაში საუბარია სამინისტროს წარმომადგენლობითი ხარჯებზეც, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის რესტორნებში დაიხარჯა.  

დღის ამბები