17 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
ქრთამი მიწის შესყიდვის სანაცვლოდ - სენაკის მკვიდრი ქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ქრთამის მოთხოვნაში ადანაშაულებს

სენაკის მკვიდრი - მალხაზ ყურაშვილი, ქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ქრთამის მოთხოვნაში ადანაშალებს. ის ამტკიცებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მას თანხა იმ მიწის ნაკვეთში მოსთხოვეს, რომლითაც ოჯახი წლების განმავლობაში იჯარით სარგებლობდა.

პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ყურაშვილებმა ტერიტორიის შესყიდვა გადაწყვიტეს.

ქრთამის მოთხოვნის პარალელურად კი მალხაზ ყურაშვილის შვილს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ, თუ ისინი კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებდნენ.

„დამირეკა კახა რუსიამ, კახა რუსიამ გამოუშვა  თავისი მძღოლი და მივედი გამგეობაში. ლევან  კუპრეიშვილი ჩვენი მერი გიბარებსო შენს თემაზე. შიგნით ვიყავით: ლევან კუპრეიშვილი, კახა რუსია და მე. მეტი არავინ იყო. წამოვიდა ასეთი საუბარი, პირდაპირ მეუბნებიან, რომ რამდენს გადაიხდი. მე ვერაფერი ვერ ვთქვი პირველად და ვიფიქრე და მერე შევეკითხე, რა ფულზეა საუბარი, გადასახდელი რას ჰქვია, შესატანი ფულია თუ რა არის-მეთქი. შესატანი კი არა, გეუბნებით, რამდენს გადაიხდიო,“ - განაცხადა მალხაზ ყურაშვილმა.

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები