19 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
"ჩვენ ილუზია არ გაქვს რომ "ქართული ოცნების" გუნდი რეალურად კანონს დაიცავს," - ელენე ხოშტარია

პარლამენტმა დღეს მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნას კენჭი უნდა უყაროს. მანამდე კი სესიაზე დოკუმენტის განხილვა შედგება. საგამოძიებო კომისიის დასკვნას მხარდაჭერა გამოუცხადა 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მოუწოდა პარლამენტს და შესაბამის ორგანოებს, გაიზიარონ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები.

"ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ რაღაცა წინადადებებს ისროდეს, დღეს უკვე უნდა ასრულებდეს ამ ყველაფერს, თუ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ჩვენ ინფორმირებას მოვახდენთ პარლამენტარების და ეს იქნება "ქართული ოცნების" გუნდის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურად მათაც მოახდინონ ზეწოლა ხელისუფლებაზე რომ ეს განხორციელდეს, თუმცა ჩვენ ილუზია არ გაქვს რომ "ქართული ოცნების" გუნდი რეალურად კანონს დაიცავს,"-აცხადებს ელენე ხოშტარია. 

უმრავლესობა "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებულ დასკვნაში პოლიტიკური ნაწილის ამოღებას ითხოვს და მხოლოდ ამ შემთხვევაში აპირებს მის მხარდაჭერას.

"ველოდებით ყველა რომ იქნება პოლიტიკისაგან სრულად დაცლილი დოკუმენტი, რომელიც შეაფასებს ვითარებას თუ რამე ხინჯი ჰქონდა გამოძიებას. მთავარი საკითხი არის რომ საზოგადოებას ეჭვი არ შეეპაროს იმაში, რა დასკვნაც დაიდება, მე მაინც დარწმუნებული ვარ რო უმრავლესობის ნაწილი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას,"-აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები