19 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ნარკოტიკი იქნება კიდევ ერთი ნაღმი ჩვენს ქვეყანაში, ეს ჩვენს ქვეყანას აქცევს საბრძოლო პოლიგონად - მამა დავითი

„ნარკოტიკის ლეგალიზაციას რაც შეეხება, ეს არის ქვეყნის ავღანიზაცია, ქვეყნის კოლუმბიზაცია და ქვეყნის პაკისტანიზაცია. ნარკოტიკი იქნება კიდევ ერთი ნაღმი ჩვენს ქვეყანაში, ავტონომიური ოლქები ხომ ნაღმი იყო, რამაც ააფეთქა, აი ეს ჩვენს ქვეყანას აქცევს საბრძოლო პოლიგონად, როგორც ავღანეთი, როგორც კოლუმბია,“- ამის შესახებ მამა დავით ქვლივიძემ საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის სხვა სასულიერო პირებთან ერთად პარლამენტში მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ კანაფის მოხმარების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

სასულიერო პირები ატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნარკოტიკების ლეგალიზაციას. მამა დავით ქვლივიძის თქმით, ქვეყანაში სამკურნალო დაწესებულებები უნდა შეიქმნას. 

„ამის შემოტანა, ნებსით თუ უნებლიეთ, ზოგს შეიძლება, არ ესმის და ზოგს ესმის, არის ქვეყნის დაღუპვა. სამკურნალო დაწესებულებები უნდა შეიქმნას, სადაც იქნება მათი მკურნალობა. იმის გამო, რომ ვიღაცა ამას აკეთებს და ეს იმიტომ დავუშვითო, რომ უდებენო, ის დაიჭირეთ, ვინც უდებს, შენ თუ 70 გრამი დამიწესე, 71-ს ჩაგიდებ, 100 დამიწესე, 100-საც ჩაგიდებ. შენ იმას მოთხოვე პასუხი, ვინც დებს და პასუხისგებაში მიეცი ის კაცი. როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენი მოწოდება ყოველთვის იქნება, რომ ასეთი ხალხი, ვისაც ასეთი კანონები შემოაქვთ, არ აირჩიოთ, ქვეყნის სადავეები არ ჩაუგდოთ ხელში,“- განაცხადა დეკანოზმა, მამა დავითმა (ქვლივიძე).

 

დღის ამბები