21 დეკემბერი 2024,   17:57
ვრცლად
ოპოზიცია მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს

მარიხუანას მოხმარების შესახებ შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივას დღეს პარლამენტში კენჭს უყრიან.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ დეპუტატები პროექტს უკვე სესიაზე განიხილავენ. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოამზადა, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ეხება.

ძალოვანი უწყება კი ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვების ამოქმედების ინიციატივით გამოდის. გუშინდელი საკომიტეტო მოსმენების პარალელურად კი მღვდელმთავრები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ გაჩნდეს კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერი, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკის ლეგალიზებას სამუდამოდ აკრძალავს.

მსგავსი ინიციატივა გაასჯაროეს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბშიც. საპარლამენტო ოპოზიცია მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს.

„მოვითხოვთ, რომ კანონპროექტი მარიხუანას კულტივაციის შესახებ გაწვეული იქნას პარლამენტიდან. რაც შეეხება მარიხუანას მოხმარების შესახებ კანონპროექტს ჩვენ ამას არ დავუჭერთ მხარს“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება.

შს მინისტრის მოადგილე კი ამბობს, რომ კონსულტაციების შემდეგ არ არის გამორიცხული კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

„არ იყო ეს საკითხები დარეგულირებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ჩვენა მის რეგლამენტირება მოვახდინეთ“-ამბობს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

დღის ამბები