19 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
"როდესაც ასეთ კამპანიას იწყებ, კონკრეტული პირების დასახელება უფლება კი აღარ არის, არის ვალდებულება" - მდინარაძე ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებას პასუხობს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურებიან.

"ქართული ოცნების" დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ მედიაპლურალიზმს საფრთხე არ ემუქრება, ზაზა ოქუაშვილი კი ვალდებულია, ბიზნესის გადანაწილების სქემაში ჩართული ყველა პირი დაასახელოს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიაში არის ჩართული, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. 

„როდესაც ასეთ კამპანიას იწყებს ადამიანი, კონკრეტული პირების დასახელება უფლება კი აღარ არის, არის ვალდებულება. იმ ადამიანებმაც, ვინ ამ ამბავში, პიარ კამპანიაში არიან გახვეულები, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე. არ შეიძლება კონკრეტულ მედია საშუალებას, რომელსაც ფლობ ამოეფარო და თქვა, რომ მე არ მინდა გადასახადების გადახდა. და რაც მთავარია, მედიაპლურალიზმს ამ ქვეყანაში აღარასდროს საფრთხე აღარ დაემუქრება.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუში ზეწოლის სქემაში ჩართულ ხელისუფლების წევრებზე საუბრობდა და არაფორმალურ მმართველზე მიანიშნებდა.

300 ათას დოლარიანი ლიმიტი თითოეული მინისტრისთვის და პარტიის ფონდში გადარიცხული მილიონები-ოქუაშვილმა ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა მისი ბიზნესის გადანაწილების სქემაზე

ამავე თემაზე
დღის ამბები