ჰაერში ტყვიის შემცველობაზე მონიტორინგის არეალი ფართოვდება. კვლევები თავდაპირველად დედაქალაქში ოთხ ლოკაციაზე დაიწყება.
კვლევაში ქართველი სპეციალისტების გარდა, უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
ჰაერში ტყვიის შემცველობაზე შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო სექტორმა საგანგაშო მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ბავშვების 40 პროცენტს ორგანიზმში ტყვია აღმოაჩნდა. ცალკეულ შემთხვევებში ეს მონაცემები საფრთხის შემცველ ნიშნულს აღწევს.
ლაბორატორიული შემოწმების შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.თბილისის გარდა შემოწმება სხვა დიდ ქალაქებშიც იგეგმება.