03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
სამხატვრო აკადემიის რექტორის დღევანდელი არჩევნები შესაძლოა გაბათილდეს

სამხატვრო აკადემიაში დღეს რექტორს აირჩევენ. თუმცა შესაძლოა ჩატარებული კენჭისყრა გაბათილდეს, თუ სააპელაციო სასამართლო აკადემიური საბჭოს მიერ მოხსნილი კანდიდატის გია ეძგვერაძის სარჩელს დააკმაყოფილებს.

ეძგვერაძეს, რომელსაც მხარს სტუდენტები უჭერენ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი აკადემიის დებულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ეთქვა.

დებულების მიხედვით, რექტორობის კანდიდატი აუცილებლად დარგობრივი პროფესორი უნდა იყოს. არჩევნებში მხოლოდ 2 კანდიდატი მოანწილეობს - გია გუგუშვილი და ნანა იაშვილი. ყოფილი კანდიდატი კი დღევანდელ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს და პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებს.

არჩევნებს სამხატვრო აკადემიაში 10-კაციანი აკადემიური საბჭო ჩაატარებს, რომელშიც თითო ფაკულტეტიდან 2-2 კაცია წარმოდგენილი.  

რექტორობის მსურველმა კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანიაც ჩაატარეს და აკადემიის თანამშრომლებს საკუთარი ხედვა გააცნეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები