სალომე ზურაბიშვილი შუახევში ამომრჩეველს შეხვდა. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ადგილობრივებს იმის შესახებ ესაუბრა, თუ რა შედეგის მომტანი იქნება მისი შესაძლო პრეზიდენტობა.
მმართველი გუნდის რჩეული კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მისი პრეზიდენტობით შეიცვლება ცუდი ტრადიცია, როცა უმრავლესობა ხელისუფლების ყველა შტოს ისაკუთრებდა.
„ჩემი შეხვედრები არის საშუალება იმისთვის, რომ გავშალო ყველა ის თემები, რომელიც არის საჭირბოროტო საქართველოსთვის და რომელზეც უთუოდ უნდა ვისაუბროთ დღეს და არა მხოლოდ დღეს. ამაზე საუბარი დაიწყება რეალურად არჩევნების შემდეგ, როდესაც როგორც პრეზიდენტი ჩამოვალ ამ რეგიონში,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.