19 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი "ოცნების“ სალაროში მიდიოდა - "კურიერმა" სკანდალური ჩანაწერი მოიპოვა 

„ომეგა ჯგუფის“ საქმე - „კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.

გაშიფრულია სქემა, თუ როგორ ახორციელებს რეკეტს ხელისუფლება სიგარეტის ბაზრის მოთამაშეებზე და როგორ მიდის თანხა „ქართული ოცნების“ სალაროში.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.

„თბილისის თამბაქოს“ დირექტორი, ლექსო ანდრიაძე ესაუბრება „ომეგას“ მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სადაც ამბობს, რომ ყველა გაყიდული კოლოფიდან თანხა პარტიის ფონდებში მიდის.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ კიდევ ერთ ჩანაწერში საუბარი ეხება „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს და „თბილისის თამბაქოს“ აქციონერის, ირაკლი ჩუბინიშვილის საუბარს. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ პარტიაში ხდება თანხის მიტანა. ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობს იმაზე, რომ ყველას უწევს ამ თანხის გადახდა და საუბარში ახსენებს ვანო ჩხარტიშვილს და ახსენებს "ბიძის", რომელიც სავარაუდოდ, არის ბიძინა ივანიშვილი.

„ირაკლი  ჩუბინიშვილი  - იქ ეხლა ეგეთი სისტემა ჩამოყალიბდა რა, ყველა იხდის ფულს, უცხოელები ყველა იხდიან. უცხოელები იხდიან ორნახევარ თეთრს პაჩკაში, თორმეტნახევარ ლარს გაყიდული ყუთიდან, ეგ მიდის პირდაპირ მინისტრის დავალებით რა. ჩვენ ასე გვითხრეს, რო ეგ ნათქვამი მოიტანეთ თქვენ თუ მიიტანეთო და რაღაც დანარჩენი, რასაც ვეხმარებით ამ ასაწყობი პირველის სიტუაციაში, იქ რეალურად, როგორც მე მივხვდი ჯერჯერობით   არჩევნებს ხმარდება. ჩვენ ივლისშიც მივიტანეთ, აგვისტოშიც მივიტანეთ და უკვე სექტემბრისაც მივიტანეთ" - ისმის აუდიოჩანაწერში.

ფარული ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ თანხა განკუთვნილი იყო კონკრეტულად 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის. ჩუბინიშვილის თქმით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერშიც მოუწიათ თანხის მიტანა და ახლა კი უფრო მეტი თანხის მიტანა არჩევნების გამო სთხოვეს. 

"ირაკლი ჩუბინიშვილი - გვთხოვეს, რო არჩევნებიაო და მოგვეცითო. ხოდა, არა იმიტომ, რომ მე პრინციპში,  ჩვენ მეორეს მხრივ, ბიძის ამბავი ჩვენი საქმე ეგ არ არის რა. ეხლა შენ გამოცდილი ბიზნესმენი ხარ და თვითონ გადაწყვიტე რა. მე ეხლა პირდაპირ გეუბნები, როგორ გვაქვს ჩვენ დალაგებული რა. ხოდა,  თქვენ თუ მაგი გინდათ, ლექსო რომ მივა მინისტრთან მერე ეტყვის ორ ნახევარი თეთრი თქვენი ეს OGT-ზეა. თუ გინდა არაფერი არ უთხრას მარტო ჩვენი მიიტანოს. პროსტა ინფორმაცია უნდა გითხრათ. რაც შეეხება ის რაც პარტიის ხაზით მიდის რა ხოლმე მაგაზე ეხლა  რეალურად იქ არ მიდის ესე  რო, აი ზუსტად დავთვალოთ და ის ზუსტად ითვლება ორ ნახევარი თეთრი, შესაბამისად ჩვენ დაახლოებით ვეუბნებით, რომ ამ თვეში ამდენს შევძლებთ იმ თვეში იმდენს შევძლებთ რა. ჩვენ ეხლა ბევრი მოგვიწია, ჩვენ ეხლა ბევრი მოგვიწია, ჩვენ იმაზე მეტი მოგვიწია,  ვიდრე შეპირებული ვიყავით, 60 ლარზე მეტი მოგვიწია, მაგრამ მე ვაპირებ, რომ მერე დავაბალანსო. არ ვაპირებ რო შევაჩვიო, მთხოვეს არჩევნები არიო და პირდაპირ ციფრებით გვთხოვეს რა ამდენი და ამდენი და ამდენი და „პროსტა“ მივეცით რა" - ისმის აუდიოჩანაწერიდან.

დღის ამბები