19 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
სამწუხაროა, როდესაც ნარკოტიკებთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი პირები თავად გახდნენ ეჭვმიტანილები - ხუნდაძე თვალავაძის დაკავებას ეხმაურება

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე სააფთიაქო ნარკომანიის მფარველობისა და ხელშეწყობის ბრალდებით სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის დაკავებას ეხმაურება.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სამწუხაროა, როდესაც ნარკოტიკებთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი პირები თავად გახდნენ ეჭვმიტანილები.

ხუნდაძე აცხადებს, რომ მომხდარს მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და დაისაჯონ არა მხოლოდ სააფთიაქო ნარკოტიკების ლობირებაში ეჭვმიტანილი პირები, არამედ ყველა, ვინც ნებისმიერი სახის ნარკოტიკის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ ნარკოტიკებთან ბრძოლა 2013 წლიდან დაიწყო.  

გია თვალავაძე სააფთიაქო ნარკომანიის ლობირების გამო დღეს დილით, საკუთარ კაბინეტში დააკავეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს ანტიკორუფციულმა სააგენტომ სააფთიაქო ნარკომანიის მფარველობისა და ხელშეწყობის ფაქტზე გია თვალავაძესთან ერთად კიდევ ხუთი პირი დააკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები