გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის შეხვდა. ევროპელ დიპლომატთან საუბარი ევრო-ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს შეეხებოდა. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა.
ნიუ-იორკში მამუკა ბახტაძე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბოიკო ბორისოვსაც შეხვდა. ორი ქვეყნის მთავრობების მეთაურებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და შავი ზღვით სატვირთო გადაზიდვების გაზრდის პოტენციალზე ისაუბრეს.