საზოგადოებივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს შეხვედრის ჩანაწერის წაშლის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საია განცხადებას დღეს პროკურატურაში შეიტანს. საგამოძიებო ორგანომ უნდა დაადგინოს იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები.
საუბარია 12 სექტემბრის შეხვედრის ჩანაწერზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარე, მომხდარში სამეურვეო საბჭოს წევრს, გია იაკობაშვილს ადანაშაულებს.
თავად იაკობაშვილი განმარტებების გაკეთებას ოთხშაბათს დაგეგმილ საბჭოს სხდომაზე აპირებს, მანამდე კი მედიასთან კომენტარზე უარს ამბობს.
„შევადგინეთ განცხადება, რომელიც შეტანილი იქნება პროკურატურაში.მოთხოვნაში არის მითითებული, რომ აუცილებლად ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს რაიმე დანაშაულს აქვს თუ არა ადგილი“-ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რევაზ აჭარაძე.