17 ნოემბერი 2024,   12:18
ვრცლად
მხარდამჭერთა სიებში პრემიერის ხელმოწერის შესაძლო გაყალბება - პროკურატურაში ცესკოს თანამშრომლების გამოკითხვა გრძელდება

პრემიერის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტი - პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცესკოს თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს.

გამოკითხვაზე უკვე შევიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი თანამშრომელი. არჩილ ანასაშვილი ამბობს, რომ მან თავად ნახა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სიებში პრემიერის ხელმოწერა.

მისივე თქმით, მხარდამჭერთა სიებში წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის  ხელმოწერა არ ემთხვეოდა მამუკა ბახტაძის იმ ხელმოწერას, რომელიც ცესკოში პრემიერად დარეგისტრირებისას არის გაკეთებული. ანასაშვილი ამბობს, რომ ის მზად არის გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

„რასაც პირადად შევესწარი, ეს გახლავთ „სახელმწიფო ხალხისათვის“-არსებული ხელმოწერის საკითხი. მაშინ ჩვენ ხელმოწერას ვესწრებოდით, როდესაც აღმოჩნდა პრემიერის ხელმოწერა. ეს რა თქმა უნდა გასარკვევია. მივხვდით, ეს ხელმოწერა არ ჰგავდა პრემიერისას, იმ დოკუმენტს, რომელიც არსებობს ცესკოში პრემიერის კონტრასიგნებული დოკუმენტი,“-განაცხადა არჩილ ანასაშვილმა.

პროკურატურაში ცესკოს წარმომადგენლების გამოკითხვა გუშინ დღის ბოლომდე გაგრძელდა.

პროკურატურა მხარდამჭერთა სიების სავარაუდო გაყალბებას, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე იძიებს.

დღის ამბები