მხარდამჭერთა სიებში აღმოჩენილი უზუსტობების საქმეზე, საგამოძიებო უწყება გამოძიებას განაგრძობს. საქმე ეხება სახელმწიფო ხალხისთვის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერ სიაში, პრემიერი მამუკა ბახტაძის ხელმოწერას.
გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას თამარ ჟვანიას უწყებამ რამდენიმე დღის წინ მიმართა. საგამოძიებო უწყებაში, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელს არჩილ ანასაშვილი დაკითხეს, რომელიც ხელმოწერების გადამოწმებას უშუალოდ ესწრებოდა და ამტკიცებს, რომ სიაში დაფიქსირებული ხელმოწერა მამუკა ბახტაძის ოფიციალურ ხელმოწერას არ ემთხვევა.
„კითხვები შეეხებოდა მხარდამჭერთა სიის ბლანკების პროცედურებს, ანუ კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კოდექსის და ცესკოს ნორმატიული აქტების თანახმად, თუ როგორ ხდება შემოწმება, რა პროცედურებით, კანონის რა ნორმები, რა რეგულაციებით ხდება ეს პროცედურები. შესაბამისად, ამ სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე დეტალურად გავეცი პასუხი. სხვა ბევრი პიროვნება შეესწრო პარტია სახელმწიფო ხალხის ბლანკში არსებულ პრემიერის მონაცემებს. ეს ფაქტი დადასტურებულ იქნა, ვინაიდან, ჩემს გარდა იქ კიდევ ბევრი ადამიანი იყო. თვითონ ხელმოწერას რაც შეეხება, ამას გამოძიება დაადგენს,“ - განაცხადა არჩილ ანასაშვილმა.