საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. ნიუ-იორკში საქართველოს საპარტნიორო ფონდს და Silk Tech Groups-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოში პირველად, გრაფენის ენერგიის შენახვის ტექნოლოგიების საწარმოები, ობიექტები და საოპერაციო ცენტრები აშენდება, რომლებიც განახლებადი და მდგრადი ენერგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.