საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობა სავარაუდოდ 28 ოქტომბერს ვერ გაირკვევა და საჭირო გახდება მეორე ტური. სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research"-მა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით კითხვაზე - იქნება თუ არა მეორე ტური? გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:
ამომრჩევლების 44% თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური იქნება.
კითხვაზე არა - გამოკითხულთა 24-მა პროცენტმა უპასუხა.
არ ვიცი 32%
პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია.