საქართველოს პრემიერ-მინისტრი 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა - მომავალი ვიზიტისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
მხარეებმა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
საქართველოს პრემიერი ასევე შეხვედა რუმინეთის პრეზიდენტს. ყურადღება ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე გამახვილდა.