19 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
რამდენიმესაათიანი მწვავე დაპირისპირების შემდეგ, რაჭველ მევენახეებსა და ყურძნის ჩამბარებლებს შორის შეთანხმება მიღწეულია

რამდენიმესაათიანი მწვავე დაპირისპირების შემდეგ, რაჭველ მევენახეებსა და ყურძნის ჩამბარებლებს შორის შეთანხმება მიღწეულია ადგილობრივები ყურძნის ჩაბარებას შეთანხმებულ ფასად - 8 ლარად ითხოვდნენ.

დღის ბოლოს მხარეები საბოლოოდ 7 ლარზე შეთანხმდნენ. ამას წინ უძღოდა ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბის წინ მევენახეებსა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა.

შეკამათება ადგილობრივებსა და ლევან დავითაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც მინისტრმა ტერიტორია დატოვა და მიმდინარე პროცესებს პოლიტიზირებული უწოდა.

„მშრომელი ხალხის გამოყენება ხდება პოლიტიკურად არასწორად, დამიჯეროს ხალხმა და ყველაფერი მოგვარდება. სამწუხაროდ ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკური სპეკულაციის ნიშნებს, ადამიანებზე ზეწოლას, ეს სწორედ იმის გამოა, რომ დღეს რთველი არ დაწყებულა. საუბარი გვაქვს ძალიან მაღალ ფასებზე, საუბარი გვაქვს იმაზე, რომ მზარდია მოთხოვნა, საუბარი გვაქვს პროგრესზე რეკორდულ რთველზე და ამის ფონზე  რაჭაში შეფერხებები არის პოლიტიკური ნიშნების მატარებელი,“-განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

რაჭველ მევენახეებსა და ყურძნის ჩამბარებლებს შორის შეთანხმების მიღწევა მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივებმა გარკვეული პერიოდით გზა გადაკეტეს და აქციები დააანონსეს.

დღის ამბები