"ევროპული საქართველო" განათლების მინიტრს მიმართავს სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტებისთვის მეორადი ჩარიცხვების სახით გამონაკლისი დაუშვან. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ინფორმაციის დეფიციტის და ენობრივი ბარიერის გამო ახალგაზრდებს უნივერსიტეტების შერჩევის დროს მხოლოდ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი ქონდათ მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეროვნული გამოცდების ბარიერი წარმატებით გადალახეს უმაღლესში ვერ მოხვდნენ. მომხდარში "ევროპული საქართველო" სახელმწიფოს ადანაშაულებს, რადგან მან აბიტურიენტების სწორად ინფორმირება ვერ უზრუნველყო.
„ჩვენ ვითხოვთ განათლების სამინისტროდან, რომ მოხდეს მეორადი ჩარიცხვები. იმ შემთხვევაში როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები, როგორც აზერბაიჯანელები ისე სომეხი თანამოქალაქეები ითხოვენ ქართულის უკეთ სწავლას სიხისტე არის სრულიად უგუნურება და ალოგიკურობა. მოვითხოვთ მოხდეს მეორადი ჩარიცხვები,“-განაცხადა სერგო რატიანმა.