19 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
"რუსთავი 2"-ს ყველგან ბიძინა ივანიშვილი ელანდება - საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ სკანდალურ ჩანაწერებში ივანიშვილი არ ფიგურირებს

"ქართული ოცნება" ქვეყანას მართავს ფორმალიზებლურ კონსტიტუციურ ფარგლებში ეს არის ნათელი ჭეშმარიტება - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია.

გაბუნია „ომეგა ჯგუფის“ წილებისა და ბიზნესის გადანაწილების შესახებ დასმულ კითხვას არასერიოზულ უწოდებს და ამბობს, რომ ბრალდებები და ცილისწამება ოპოზიციას წინასაარჩევნოდ სჭირდება.

მისი თქმით, ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის და რომც იყოს, ჩანაწერში არ იკვეთება არცერთი მაღალი თანამდებობის პირის ბრალეულობა.  

იმავეს ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი. ზვიად ძიძიგურის თქმით, ფაქტებზე პროკურატურამ უნდა ისაუბროს, თუმცა მისი თქმით ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.

„რუსთავი 2-ს“ ელანდება ყველგან ბიძინა ივანიშვილი. ეს არ ვიცი კარგია „რუსთავი 2“-სთვის ან ბიძინა ივანიშვილისთვის თუ არა, მაგრამ ეს არის ფაქტი... კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით უნდა გვითხრას პროკურატურამ,“-ამბობს ძიძიგური.

"კურიერმა" ბიძინა ივანიშვილის ძმის სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ის ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს სთხოვს, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავტომანქანების ბიზნესის წილში ჩასვას.

ჩანაწერების მიხედვით, ალექსანდრე ივანიშვილი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს, კონკრეტულ სქემას სთავაზობს. ივანიშვილის თქმით, მისი გვარის გამო, ახალ ბიზნესს საქართველოში ვერ იწყებს და ამის გამო, დაინტერესებულია ძველი ბიზნესის ამოქმედებით და სურს, რომ ძვირადღირებული მანქანების შემოყვანა.

ამავე თემაზე
დღის ამბები