ბიუროს სხდომაზე, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური დებატები გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებსა და ზაზა ოქუაშვილის განცხადებებზე საუბრით დაიწყო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს საკითხის პოლიტიზირება მოახდინოს.
ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ მიმართავს და ე.წ. კასრების კადრებს ახსენებს.
„ჩანაწერებზე მე ის ჩანაწერი მაგონდება, ყავარჯნიანი კაცი რომ აუპატიურებს თუ აწამებს მეორე კაცს, რაც ლოგოდ მოჰყვება... თქვენ ხართ ყავარჯნიანი კაცის როლში, თქვენი სახეა...
რაც შეეხება შექმნილ სიტუაციას რასაკვირველია უნდა ჩატარდეს გამოძიება და სწრაფი პასუხები გვჭირდება,“-აცხადებს ვოლსკი.
მისი თქმით, რაც შეეხება ოქუაშვილის განცხადებებს, რომ ივანიშვილის მოთხოვნის შესაბამისად, ახალშექმნილი კომპანიის ანგარიშზე 4 მილიონი გადარიცხა და ფოტოს, რომელიც სავარაუდოდ, ამ 4 მილიონის გამოტანას ასახავს, ვოლსკი ამ ფაქტს თაღლითობას უწოდებს.
„გუშინდელი განცხადებები ისევე როგორც დღეს სურათის ჩვენება, ზამთარი უნდა იყოს ღამე უნდა იყოს წესით, იანვარი თუ თებერვალი, სიბნელე უნდა იყოს და სინათლეში გადაღებული სურათები და გასაღება რომ ვითომ ეს არის ვიღაცის მანქანა მე ჩემს აზრს ვამბობ, რომ ეს არის თაღლითობა, რომლის გადმოტანაც უნდათ პარლამენტში,“-ამბობს ვოლსკი.