03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი მარათონი გაიმართა

„მსოფლიო დიასპორის კვირეულის“ ფარგლებში, თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო მარათონი გაიმართა. მსვლელობა უკრაინის საელჩოდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.

მანამდე კი უკრაინაში საქართველოში ელჩმა ვასილ ციბენკომ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებილ მარათონელებს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი მარათონი არ არის მხოლოდ სპორტული, არამედ ის არის პოლიტიკური ღონისძიება, რადგანაც იმართება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. უკრაინა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძვის, სწორედ ამიტომ საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა ელჩმა.

მარათონი „დიასპორს კვირეულის“ ფარგლებში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები