03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
სამხატვრო აკადემიაში ახალი რექტორი საპროტესტო აქციის ფონზე აირჩიეს

სამხატვრო აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელად გია გუგუშვილი აირჩიეს. არჩევნების შედგებს სტუდენტთა ნაწილი აპროტესტებს. ისინი სამხატვრო აკადემიასთან არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ არჩევნები დანიშნულ თარიღზე ადრე ჩატარდა. მათივე თქმით, ამ პროცესში მონაწილედ რეგისტრაციის უფლება მხოლოდ 2 კანდიდატს მისცეს, რაც უკანონობაა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში 2 კანდიდატი - გია გუგუშვილი და ნანა იაშვილი მონაწილეობდნენ.

კიდევ ერთ მსურველს გია ეძგვერაძეს, რომელსაც მხარს სტუდენტები უჭერენ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი აკადემიის დებულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ეთქვა.

დებულების მიხედვით, რექტორობის კანდიდატი აუცილებლად დარგობრივი პროფესორი უნდა იყოს. ეძგვერაძე დღევანდელ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს და პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებს. რექტორობის მსურველს სასამართლოში არჩევნების შედეგის გაბათილების მოთხოვნით სარჩელი უკვე შეტანილი აქვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები