19 დეკემბერი 2024,   17:01
ვრცლად
"წინა პრეზიდენტი თურქებს მოქალაქეობას ურიგებდა, ახლანდელი უარს ამბობს" - სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში

სალომე ზურაბიშვილი დღეს ახალქალაქში მხარდამჭერებს შეხვდა და მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

ქართული ოცნების მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალქალაქში შეკრებილ ამომრჩეველს შეახსენა, როგორ აძლევდა საქართველოს მოქალაქეობას წარმოშობით თურქებს პრეზიდენტი სააკაშვილი.

დღევანდელი შეხვედრა ისევე, როგორც ყველა რეგიონში ხმაურიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ზურაბიშვილს დახვდა შეძახილებით - "მოღალატე".

„პრეზიდენტი ანიჭებდა თავისი ნებით მოქალაქეობას, ანუ ერთ დროს, წინა პრეზიდენტი, რომელსაც მე არ ვახსენებ საერთოდ, უხსენებელს ვეძახი, არ ვიცი სომხურად თუ არის ეს სიტყვა. ის ურიგებდა ზოგ თურქ მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ბათუმში, მაგრამ არანაირად დაკავშირებული საქართველოსთან მანამდე. ახლანდელი პრეზიდენტი უარს ამბობს ხშირად და არავინ არ იცის, რა კრიტერიუმებზე დაფუძნებული,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები