03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
თბილისში დოკუმენტური ფილმების ფესტივალი იხსნება

თბილისში დოკუმენტური ფილმების ფესტივალი იხსნება. ფესტივალი სტარტს დღეს კინოთეატრ ”ამირანში” 20 საათზე აიღებს და 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

CinéDOC–Tbilisi-ის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ცნობილი რეჟისორის ფილმის ჩვენება. ფესტივალი რეჟისორ დანი ვესერმანის დოკუმენტური ფილმით Do you believe in love? გაიხსნება. ჩვენებას დაესწრება ფილმის პროდიუსერი ბარაკ ჰეიმენიც. ვესერმანის ფილმის მთავარი პერსონაჟი თოვაა, რომლიც ადამიანებს მეორე ნახევრის პოვნაში ეხმარება. თოვას საკმაოდ დიდი ოჯახი და წარმატებული ბიზნესი აქვს. მას სიყვარულის თავად არ სჯერა.

კინოფესტივალი CinéDOC–Tbilisi 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალზე 50 კინოფილმის ჩვენებაა დაგეგმილი. 

ფესტივალის გახსნას ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტები დაესწრებიან. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროა.

ფესტივალში თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, უნგრეთი, პორტუგალია, ნიდერლანდი, კვიპროსი, ბულგარეთი, კანადა, ბელგია, გერმანია, ბრაზილია და დანია მონაწილეობენ. ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ CinéDOC–Tbilisi-ს ვებ-გვერდს.

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CinéDOC–Tbilisi 2013 წელსაც გაიმართა. 

დღის ამბები