ფონდ "იავნანას" საქმეზე დაწყებული გამოძიების შესახებ პაატა ბურჭულაძე ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის. დღევანდელ შეხვედრას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტებიც დაესწრებიან, რომლებიც საქმის მასალებს კარგად იცნობენ და ისინი სწორედ საქმის დეტალებზე ისაუბრებენ. მსოფლიო ბანი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურა ბოლო პერიოდში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მან საჯაროდ მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს. როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს გამოკითხვაზე დაბარებულია ბურჭულაძის მეუღლე.
"ჩვენი ხმა უკვე მისულია სენატამდე, ევროკავშირში ისე რომ, ვინც ამ საქმეს აფუჭებს და ვინც ბრალს დებს, ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი,"-აცხადებს პაატა ბურჭულაძე.